ძალაში შესვლის თარიღი: 2025 წლის 9 აპრილი
Samsung Electronics Co., Ltd.-ისთვის („Samsung“) ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობა მისი მომხმარებლებისთვის და მათი თანამშრომლებისა და პარტნიორებისთვის და ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა და შენახვა. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა უზრუნველყოფს ჩვენი ინფორმაციის დამუშავების პრაქტიკის მიმოხილვას Samsung Knox სერვისების მეშვეობით შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით („ბიზნეს სერვისები“).
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება პერიოდულად განახლდეს, ბიზნეს სერვისებთან დაკავშირებით პერსონალური ინფორმაციის დამუშავების ჩვენს პრაქტიკაში ან მოქმედ კანონში შეტანილი ცვლილებების ასახვის მიზნით. ჩვენ აღვნიშნავთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ზედა ნაწილში, როდის მოხდა მისი ბოლო განახლება. თუ ჩვენ განვაახლებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, წინასწარ შეგატყობინებთ იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ჩვენ არსებითად მიგვაჩნია, ბიზნეს სერვისებში შეტყობინების განთავსებით ან საჭიროების შემთხვევაში, ელფოსტით.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ?
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ სხვადასხვა ტიპის პერსონალური ინფორმაცია ბიზნეს სერვისებთან დაკავშირებით.
ჩვენ შევაგროვებთ თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს თქვენი მოწყობილობისა და აპლიკაციების შესახებ, როგორიცაა მოწყობილობის იდენტიფიკატორები (მაგ., IMEI, სერიული ნომერი), მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია, ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელები, აპლიკაციის პაკეტის სახელი, აპლიკაციის პაკეტის ვერსია, აპლიკაციის ჟურნალები ბიზნეს სერვისებში შეცდომების იდენტიფიცირებისა და დიაგნოსტიკის მიზნით და ასევე ნებისმიერ კომუნიკაციას, რომელსაც თქვენ გვიგზავნით ან გვაწვდით;
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ მონაცემები თქვენ მიერ ბიზნეს სერვისების გამოყენების შესახებ, გამოყენების დროისა და ხანგრძლივობის ჩათვლით; ასევე ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის პარამეტრების შესახებ;
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია იმ პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც თქვენ ან თქვენმა დამსაქმებელმა შეიძინეთ ან მიიღეთ და ასევე გადახდის მონაცემები და სხვა ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია ტრანზაქციასთან დაკავშირებით;
ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია თქვენი დამსაქმებლისგან, ან სერვისის პროვაიდერისგან, ან საჯაროდ და კომერციულად ხელმისაწვდომი წყაროებიდან (როგორც კანონით არის ნებადართული), რომელიც შეიძლება გავაერთიანოთ სხვა ინფორმაციასთან, რომელსაც მივიღებთ თქვენგან ან თქვენ შესახებ.
როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას?
შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება შემდეგი მიზნებისათვის გამოვიყენოთ:
ბიზნეს სერვისების მოსაწოდებლად და თქვენი ან თქვენი მოწყობილობის რეგისტრაციისა თუ ავტორიზაციისთვის;
თქვენს კითხვებზე ან ინფორმაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად;
თქვენი თანხმობით, სადაც მას მოქმედი კანონი მოითხოვს, ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
ჩვენი ბაზრის, მომხმარებლების, პროდუქტებისა და სერვისების შეფასებისა და ანალიზისთვის (მათ შორის, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ თქვენი მოსაზრების გაზიარების მოთხოვნით და მომხმარებელთა გამოკითხვების ჩატარებით);
იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებენ კომპანიები ბიზნეს სერვისებს, რათა შევძლოთ მათი გაუმჯობესება და ახალი პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება;
ტექნიკური მომსახურების გასაწევად და ბიზნეს სერვისების უსაფრთხოების საკმარისი დონის შესანარჩუნებლად;
Samsung-ის ან ჩვენი შესაბამისი აფილიატების, ბიზნეს პარტნიორების, თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების უფლებების, ქონების ან უსაფრთხოების დასაცავად, მაგალითად, სამართლებრივი პროცესის, შიდა გამოძიების და კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოძიების დროს;
სხვაგვარად თქვენი თანხმობით ან როგორც აღწერილია თქვენი ინფორმაციის შეგროვების დროს.
ბიზნეს სერვისების მეშვეობით ჩვენ შეიძლება პერიოდულად შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაცია თქვენ შესახებ მოწყობილობებზე, აპლიკაციებში და სხვა ონლაინ ფუნქციებსა და სერვისებში. ბიზნეს სერვისებში შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარის ანალიტიკის სერვისები, როგორიცაა Google Analytics. სერვისის პროვაიდერები, რომლებიც მართავენ ამ ანალიტიკურ სერვისებს, გვეხმარებიან, გავაანალიზოთ თქვენ მიერ ბიზნეს სერვისების გამოყენება და გავაუმჯობესოთ ბიზნეს სერვისები. მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან შეგროვება შეიძლება მოხდეს პირდაპირ ამ პროვაიდერებისა და სხვა შესაბამისი მესამე მხარეების მიერ, რომლებიც იყენებენ ინფორმაციას, მაგალითად, ბიზნეს სერვისების გამოყენების შესაფასებლად, ბიზნეს სერვისების მართვის დასახმარებლად და ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკისათვის. Google Analytics-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს http://www.google.com/analytics/learn/privacy.html და https://www.google.com/policies/privacy/partners/.
ვის ვუმჟღავნებთ თქვენს ინფორმაციას?
თქვენს ინფორმაციას გავამჟღავნებთ შიდა დონეზე, ჩვენი საქმიანობის ფარგლებში და შემდეგი პირებისთვის, მაგრამ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის.
Samsung-ის აფილიატები;
მესამე მხარეები, როცა საჭიროა, მოგაწოდოთ მოთხოვნილი პროდუქტები და სერვისები. მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გავუმჟღავნოთ თქვენი გადახდის მონაცემები ფინანსურ დაწესებულებებს, რათა მოხდეს თქვენ მიერ მოთხოვნილი ტრანზაქციების დამუშავება;
კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ სერვისებს ჩვენთვის ან ჩვენი სახელით, როგორიცაა კომპანიები, რომლებიც გვეხმარებიან ბილინგის პროცესში;
სხვა მხარეები: (i) კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ან სავალდებულო სამართლებრივ პროცესის საპასუხოდ (როგორიცაა ჩხრეკის ორდერი ან სასამართლოს სხვა ბრძანება); (ii) ჩვენი ბიზნეს სერვისების მარეგულირებელ წესებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ან აღსასრულებლად; (iii) Samsung-ის ან ჩვენი შესაბამისი აფილიატების, ბიზნეს პარტნიორების ან მომხმარებლების უფლებების, ქონების ან უსაფრთხოების დასაცავად; (iv) შერწყმის ან გადაცემის ფარგლებში ან ბანკროტის შემთხვევაში;
სხვა მესამე მხარეებისთვის, როდესაც ეთანხმებით ან მოითხოვთ ასეთ გაზიარებას.
რას ვაკეთებთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
ჩვენ მივიღეთ გონივრული ფიზიკური და ტექნიკური ზომები, რათა დავიცვათ ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ბიზნეს სერვისებთან დაკავშირებით. თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ინფორმაციის დასაცავად ჩვენი მხრიდან გადადგმული გონივრული ნაბიჯების მიუხედავად, არცერთი ვებსაიტი, ინტერნეტით გადაცემა, კომპიუტერული სისტემა თუ უსადენო კავშირი არ არის სრულიად უსაფრთხო.
სად ხდება თქვენი ინფორმაციის გადაცემა?
თქვენ მიერ ბიზნეს სერვისების გამოყენება ან მათში მონაწილეობა შეიძლება მოიცავდეს თქვენი ინფორმაციის გადაცემას, შენახვას და დამუშავებას საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამ პოლიტიკის შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა იმ ქვეყნების მონაცემთა დაცვის თუ სხვა კანონები, რომლებშიც თქვენი ინფორმაცია შეიძლება გადაიცეს, არ იყოს ისეთი სრულყოფილი, როგორიც თქვენს ქვეყანაშია. ჩვენ მივიღებთ სათანადო ზომებს, მოქმედი კანონის შესაბამისად, რომ უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვა.
რა უფლებები გაქვთ?
ზოგიერთი იურისდიქციის კანონმდებლობის მიხედვით, თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება, მოითხოვოთ დეტალები თქვენ შესახებ ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის შესახებ, წაშალოთ თქვენ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია და გამოასწოროთ ამ ინფორმაციაში არსებული უზუსტობები. ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ იმ მოთხოვნების დამუშავებაზე, რომლებიც არაგონივრულად განმეორებადია, საჭიროებს არაპროპორციულ ტექნიკურ საშუალებებს, საფრთხეს უქმნის სხვების კონფიდენციალურობას, არის უკიდურესად არაპრაქტიკული, ან რომლებისთვისაც წვდომა სხვაგვარად არ მოითხოვება ადგილობრივი კანონით.
თუ მოითხოვთ პერსონალური ინფორმაციის წაშლას, თქვენ ეთანხმებით, რომ შესაძლოა ვერ შეძლოთ წვდომა ან ვერ გამოიყენოთ ბიზნეს სერვისები და რომ ნარჩენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება დარჩეს Samsung-ის ჩანაწერებსა და არქივებში გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ Samsung არ გამოიყენებს ამ ინფორმაციას კომერციული დანიშნულებით. თქვენ გესმით, რომ წაშლის მოთხოვნის მიუხედავად, Samsung იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია ან მისი შესაბამისი ნაწილი, თუ Samsung-მა შეაჩერა, შეზღუდა ან შეწყვიტა თქვენი წვდომა ვებსაიტზე Samsung-ის გამოყენების პირობების დარღვევის გამო, როდესაც აუცილებელია Samsung-ის ან ჩვენი შესაბამისი აფილიატების ბიზნეს პარტნიორების, თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების უფლებების, ქონების ან უსაფრთხოების დასაცავად.
თქვენი პრეფერენციების განსაახლებლად, ჩვენგან მიღებული კომუნიკაციების შესაზღუდად ან მოთხოვნის გადასაგზავნად დაგვიკავშირდით, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ მოცემულ ნაწილში კონტაქტი.
ბიზნეს სერვისებმა შეიძლება შემოგთავაზოთ პროდუქტების, სერვისებისა და აქციების შესახებ გარკვეული ინფორმაციისა და კომუნიკაციების წაშლა. პარამეტრებში შეგიძლიათ გაეცნოთ ვარიანტებს, რომელიც შეიძლება თქვენთვის ხელმისაწვდომი იყოს ბიზნეს სერვისის გამოყენებისას.
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს ინფორმაციას?
ჩვენ ვდგამთ გონივრულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შევინახოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მხოლოდ იმ დრომდე, რამდენიც ეს აუცილებელია იმ მიზნისთვის, რისთვისაც იგი შეგროვდა, ან როგორც ამას მოითხოვს მოქმედი კანონი.
მესამე მხარის ბმულები და პროდუქტები ჩვენს სერვისებში
ჩვენი ბიზნეს სერვისები შეიძლება მოიცავდეს მესამე მხარის ვებსაიტებისა და სერვისების ბმულებს, რომლებიც ჩვენს კონტროლს მიღმაა. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ვებსაიტების ან სხვა სერვისების მიერ შეგროვებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ან კონფიდენციალურობაზე. თქვენ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და გადახედოთ კონფიდენციალურობის დებულებებს, რომლებიც მოქმედებს მესამე მხარის ვებსაიტებსა და სერვისებში, რომლებითაც სარგებლობთ.
ქუქი-ფაილები, შუქურები და მსგავსი ტექნოლოგიები
ჩვენ, ისევე როგორც ზოგიერთმა მესამე მხარემ, რომელიც უზრუნველყოფს მასალით, რეკლამით ან სხვა ფუნქციებით ჩვენს ბიზნეს სერვისებში, შეიძლება გამოვიყენოთ შუქურები ჩვენი ბიზნეს სერვისების გარკვეულ სფეროებში.
შუქურები
როგორც ჩვენ, ისე ზოგიერთმა მესამე მხარემ, შეიძლება ასევე გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, რომლებსაც შუქურები (ან „პიქსელები“) ეწოდება და რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია თქვენი მოწყობილობიდან სერვერს გადაეცემა. შუქურები შეიძლება ჩაშენებული იყოს ონლაინ მასალაში, ვიდეოებსა თუ ელწერილებში და მათი საშუალებით სერვერს შეუძლია წაიკითხოს გარკვეული ტიპის ინფორმაცია თქვენი მოწყობილობიდან, გაიგოს, თუ როდის დაათვალიერეთ გარკვეული მასალა ან გარკვეული ელფოსტის შეტყობინება, განსაზღვროს თქვენ მიერ შუქურის ნახვის დრო და თარიღი და თქვენი მოწყობილობის IP მისამართი. ჩვენ და ზოგიერთი მესამე მხარე ვიყენებთ შუქურებს სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის ჩვენი ბიზნეს სერვისების გამოყენების გასაანალიზებლად.
ჩვენს ბიზნეს სერვისებზე წვდომით და მათი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით თქვენს მოწყობილობებზე შუქურების და სხვა ინფორმაციის შენახვას. თქვენ ასევე ეთანხმებით შუქურებსა და ინფორმაციაზე წვდომას ჩვენ და ზემოთ ნახსენები მესამე მხარეების მიერ.
კონტაქტი
ამ პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: dataprivacy@samsungknox.com